არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ეს პერსონა

დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 

"საქართველოს პარლამენტის სახელით ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.

საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქართველებისა და უკრაინელების მეგობრობა ძლიერი და მტკიცეა.

ჩვენ საერთო ფასეულობები და თავისუფლებისთვის ბრძოლა გვაერთიანებს. ჩვენი არჩევანი ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულფასოვანი წევრობაა.

გულითადად ვულოცავ უკრაინას ამ მნიშვნელოვან დღეს" - წერია საქართველოს პარლამენტის ოფიციალური facebook გვერდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top