"ჰონგ-კონგი ჩინეთის ნაწილია, ასე რომ ჩვენს საშინაო საქმეებში ვერავინ ჩაერევა" - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ეს პერსონა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გენგ შუანმა ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფენრენციაზე ჰონგ-კონგის საკითხზე ისაუბრა. ჩინეთის პირველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ცენტრალური მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს, რათა ამ ქალაქში ვითარება დასტაბილურდეს. ჰონგ-კონგში ვითარების დასტაბილურობასთან დაკავშირებით აშშ-ს შესაძლო დახმარებაზე დასმულ შეკითხვას შუანმა უპასუხა, რომ ეს ჩინეთის საშინაო საქმეა და ისინი ამ საკითხს აშშ-ს გარეშეც გადაწყვეტენ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top