რა მიზნით იკრიბებიან მსოფლიო ლიდერები "დიდი შვიდიანი"-ს სამიტზე

ეს პერსონა

მსოფლიო ლიდერები (მსოფლიოს 7 ქვეყნის პირველი პირები) დღეს საფრანგეთის ქალაქ ბიარიციში "დიდი შვიდეული"-ს რიგით 45-ე სამიტზე იკრიბებიან. რა მიზნით იკრიბებიან ლიდერები? ვინ არიან "დიდი შვიდეული"-ს წევრი ქვეყნები? ეს კითხვებია, რომელზეც პასუხი შეიძლება ბევრმა ადამიანმა არ იცოდეს.

რა არის "დიდი შვიდეული"?

G7 მსოფლიოს შვიდი უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსგან შემდგარი ერთობაა. მისი წევრი ქვეყნები არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იაპონია, ჩინეთი, კანადა და აშშ. 
წევრობისთვის აუცილებელი კრიტერიუმი ეკონომიკიურ და ტერიტორიულ მონაცემებთან ერთად სხვა მახასიათებმებიცაა. იგულისხმება, რომ ეს სახელმწიფოები თავისუფლებას და ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას, კეთილდღეობას და მდგრად განვითარებას თავის მთავარ პრინციპებს მთავარ ღირებულებებად მიიჩნევენ. სხვა მონაცმებთან ერთად ამ კრიტერიუმითაც დგება ამ სახელმწიფოების ერთობა.

რას აკეთებენ წევრი ქვეყნები ამ ერთობის შემადგენლობაში?

დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ლიდერები და სხვა მაღალი დონის წარმომადგენლები ყოველწლიურად იკრიბებიან და მსჯელობენ პლანეტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. ისინი წელიწადში ერთხელ, რომელიმე მასპინძელ სახელმწიფოში იკრიბებიან და ზემოაღნიშნულ თემებს ერთობლივად განიხილავენ. ყოველი სახელმწიფო სამიტს ერთი წლის მანძილზე ხელმძღვანელობს. ეს ქვეყანა იწვევს სამიტს, ადგენს განსახილველი საკითხების ნუსხას, შეიმუშავებს კომუნიკეებს და ა.შ. წელს სამიტის მასპინძელი საფრანგეთია.

სამიტს როგორც წესი მიწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებიან ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროსაბჭოს თავმჯდომარე. თუმცა წელს ევროკომისიის პრეზიდენტი ჯან კლოდ იუნკერი სამიტზე დასწრებას ვერ ახერხებს, ამდენად სამიტზე მხოლოდ ევროპის საბჭოს თავმჯდომარე - დონლად ტუსკი იქნება წარმოდგენილი.
როგორც წესი მსგავსი სამიტები დიდი დემონსტრაციების ფონზე იმართება. სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფები, სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა წევრები ცდილობენ საკუთარი ხმა და წუხილი მიაწვდინონ მსოფლიო ლიდერებს. ეს ერთგვარად კარგი შესაძლებლობაა სამოქალაქო აქტივისტებისთვის, რამეთუ მათ პლანეტის მშპ-ის 40%-ის მფლობელი მსოფლიოს სახელმწიფოების ლიდერების ყურადღების მიქცევის შანსი აქვთ. 

რამდენად ეფექტურია "დიდი შვიდეული"-ს საქმიანობა?

დიდი შვიდეულის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს სავალდებულო ძალა არ აქვს. ეს სამიტები მხოლოდ შეკრებებია, რომელსაც ორგანიზაციული სტატუსიც კი არ აქვს, თუმცა ამ ქვეყნების მიერ ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელობის მატარებელია მთელი მსოფლიო მასშტაბით. მაგალითად, 2002 წელს სამიტმა შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი შექმნა, რომელმაც შემდგომ წლებში 27 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. 2016 წელს სამიტმა კლიმატის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა შეიმუშავა, რომელსაც შემდეგ ამერიკა გამოეყო. 

რატომ არის ჩინეთი "შვიდეულის" წევრი?

ჩინეთი მსოფლიოს მოსახლეობით პირველი, ხოლო ტერიტორიით მესამე სახელმწიფოა. ქვეყანა მეორე ადგილს იკავებს გლობალური ეკონომიკის მოცულობით.  მის შემადგელობაშია უდიდესი ეკონომიკური ცენტრები, როგორებიცაა შანხაი და ჰონგ-კონგი. შესაბამისად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ამ ერთობაში ყოფნა ლოგიკური და გამართლებულია.

სად არის რუსეთი? 

პირველი კითხვა, რომელიც შეიძლება ქვეყნების ჩამონათვალის შემდეგ გაუჩნდეს არის ის თუ - სად არის რუსეთი? ფორმალურად რუსეთი ამ ორგანიზაციის წევრი არის, თუმცა მას წევრობის სტატუსი შეჩერებული აქვს 2014 წელს ქვეყნის მიერ ყირიმის ანექსიის გამო. საერთოდ, ეს სამიტი უფრო ცნობილია, როგორც "დიდი რვიანი" და რუსეთის მონაწილეობით სამიტს სწორედ "დიდი რვიანი" ეწოდებოდა, თუმცა საქართველოს ჩრდილოეთი მეზობლის ერთობიდან ამორიცხვის შემდეგ ორგანზიაცია "დიდი შვიდიანი"-ად გადაკეთდა.

რა გამოწვევების წინაშე დგას "დიდი შვიდეული?"

ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთობაში ორი წლის მონაწილეობის შემდეგ ორგანიზაციის კრიტიკოსების რიცხვი გაიზარდა. წევრი ქვეყნები ვერ თანხმდებიან მაგალითად კლიმატის ცვლილებებზე დასახარჯი თანხების მოცულობებზე და სხვა ისეთი მნიშვნელოვან მოცემულობებზე, რაც ორგანიზაცისადმი კრიტიკის საფუძველს აჩენს. აგრეთვე, ორგანიზაციაში არ არიან წარმოდგენილი ავსტრალიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის კონტინენტები. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top