"ამ პროცესს, ე.წ არჩევნებს ვერ ექნება ვერანაირი ლეგიტიმურობა" - ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე

ეს პერსონა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზეთში გამართული არჩევნები შეაფასა. მინისტრის განმარტებით ამ პროცესს საერთაშორისო დონეზე ვერანაირი ლეგიტიმაცია ვერ ექნება. 

"ამ პროცესს, ე .წ. არჩევნებს, ისევე როგორც სხვა მსგავს პროცესებს, ვერ ექნება ვერანაირი ლეგიტიმურობა და ვერანაირად ვერ გამოხატავს აფხაზეთის რეგიონის მკვიდრი მოისახლეობის ნებას. მეტიც, ვერ ექნება მასთან საერთოც კი იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობის უმეტესობა გამოდევნილია.

"რაც შეეხება თვითონ ამ პროცესებს, ცხადია ჩვენთვის მნიშვნელოვანი გახლავთ ერთი რამ, რომ ზოგადად ნებისმიერი განვითარება იყოს მშვიდობიანი, რადგან ჩვენთვის სულერთი არ არის საზოგადოების და მოსახლეობის მდგომარეობა იქ. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ოკუპაციის ქვეშ ჩვენ ვიცით, რომ ძალიან რთულია ვითარება, ძალიან ბევრს აქვს იმედგაცრუების განცდა სრულიად სამართლიანად და მზარდია იზოლაციის განცდა ოკუპაციის გამო." - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა საკუთარ განცხადებაში.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top