საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისათვის დღეს იწურება

ეს პერსონა

საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისათვის დღეს, 18:00 საათზე იწურება. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ პროგრამის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოს: აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ); რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით; ასევე, რამდენია საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა; ამასთან, აბიტურიენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს რამდენია უმაღლესი სასწავლებლის მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტი და საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასური; ნახოს საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენა და შეამოწმოს გაზრდილია თუ არა უმაღლესი სასწავლებლის მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top