ზუგდიდში ორი ყოფილი პირველი ლედი ერთმანეთს დაუპირისპირდა

ეს პერსონა

მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მოულოდნელმა გამოჩენამ ისედაც აწეწილი სიტუაცია ზუგდიდში კიდევ უფრო დაძაბა. სანდრა რულოვსის მხარდამჭერებმა გამსახურდიას ქვრივი მმართველ პარტიასთან გარიგებაში დაადანაშაულეს და მომხდარში სუს-ის ხელწერა დაინახეს. ბრალდებები რულოვსის მისამართით არც გამსახურდიას ქვრივს დაუშურებია. მომხდარს დღეს ვრცელი პოსტით გამოეხმაურა პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია, რომელიც ყველას - მმართველ პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას, ე.წ. „ზვიადისტებს“- მამის სახელით სპეკულირებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ზუგდიდში გამსახურდიას მკვლელობაში ეჭვმიტანი პირების წინასაარჩევნოდ გამოჩენამ წყალში ჩაყარა მთელი ის პოზიტიური პროცესი, რომელიც პრეზიდენტის მკვლელობის გარემოებების გამოძიების საქმეს უკავშირდებოდა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top