„ქაღალდის სახლის“ მსახიობი თბილისში ჩამოდის

ეს პერსონა

Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის "ქაღალდის სახლის" (La casa de papel) მსახიობი ხაიმე ლორენტე თბილისში ჩამოდის. ის საქართველოს დედაქალაქს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის "საჩუქრის" ფარგლებში ესტუმრება. ამის შესახებ ინფორმაცია ფესტივალის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა. ხაიმე ლორენტე 23 ოქტომბერს რუსთაველის თეატრის სცენაზე კარლოტა ფერერის სპექტაკლში "ეს არ არის ბერნარდა ალბას სახლი" ითამაშებს. თეატრალური ფესტივალი "საჩუქარი" 19 ოქტომბერს დაიწყება და 19 ნოემბერს დასრულდება

2
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top