2019 წლის "MTV Video Music Awards" გამარჯვებულები უკვე ცნობილია

ეს პერსონა

2019 წლის "MTV Video Music Awards"-ზე ყველა დალუქული კონვერტი უკვე გახსნილია და გამარჯვებულები ცნობილია. დაჯილდოების ცერემონია ნიუ-ჯერსიში გაიმართა.

ნომინაციაში "წლის ვიდეო" გაიმარჯვა ქანთრი პოპ მომღერალმა ტეილორ სვიფტმა, რომელიც ყველაზე მეტ, 12 ნომინაციაშიიყო წარდგენილი და რომელმაც დაჯილდოების ცერემონია გახსნა. პოპ ვარსკვლავმა ცერემონიის დაწყებამდე, წითელ ხალიჩაზე, მისი ჩაცმულობის გამო ყველაზე მეტი მოწონებაც დაიმსაურა.

"წლის არტისტის" ნომინაციაში გამარჯვება კი არიანა გრანდემ მოიპოვა. ხოლო "წლის სიმღერა" - "Old Town Road (Remix)", Lil Nas X ft. Billy Ray Cyrus -ის შესრულებით დაჯილდოვდა.

ჯამში 2019 წლის "MTV Video Music Awards"-ზე 23 ნომინაცია იყო დასახელებული.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top