19-26 აგვისტოს საგადასახადო სამართალდარღვევის 608 ფაქტი გამოვლინდა

ეს პერსონა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 19-26 აგვისტოს, ქვეყნის მასშტაბით, საგადასახადო სამართალდარღვევის 608 ფაქტი გამოავლინა. 

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 3 600 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 126 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 41 ფაქტი; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 441 შემთხვევა", - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში. 

 

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top