"ოქტომბრიდან მასწავლებლებისთვის ხელფასების ეტაპობრივი ზრდა დაიწყება" - მამუკა ბახტაძე

ეს პერსონა

"როგორც რამდენიმე თვის წინ შევპირდი მასწავლებლებს - ოქტომბრიდან იწყება ხელფასების ზრდა ყველა სტატუსმიღებული მასწავლებლისთვის. ხელფასის ზრდა ამავე დროს შეეხება სკოლების ადმინისტრაციასა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებს. ჩვენ არ გვექნება პრესტიჟული და არაპრესტიჟული სკოლები, საქართველოში ყველა სკოლა იქნება უმაღლესი კატეგორიის", - ამბობს მამუკა ბახტაძე.

დაანონსებული რეფორმის მიხედვით, უკვე 2022 წლისთვის, კარიერული სქემის ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგომი, ანუ მენტორი პედაგოგის ანაზღაურება 2 500 ლარამდე იქნება, მკვეთრად მოიმატებს სხვა საფეხურებზე მყოფი მასწავლებლების ხელფასიც. რაც შეეხება ასაკით პენსიონრებს. ისინი, ვინც სფეროდან ნებაყოფლობით წასვლას გადაწყვეტენ, ოქტომბერში ორი წლის ანაზღაურებას ერთიანად მიიღებენ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top