სტივენ სოდერბერგის „სამრეცხაოს“ პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა

ეს პერსონა

Netflix-მა სტივენ სოდერბერგის შავი კომედიის „სამრეცხაოს“ პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მერილ სტრიპის პერსონაჟი "პანამის არქივს" აღმოაჩენს, რომელიც პოლიტიკოსებისა და ცნობილი ადამიანების ოფშორულ მონაცემებს შეიცავს. ფილმში ასევე მონაწილეობენ ანტონიო ბანდერასი, გარი ოლდმანი, დევიდ შვიმერი და შერონ სტოუნი. ფილმს საფუძვლად დაედო პულიცერის ორგზის ლაურეატის, ჯეიკ ბერნსტაინის წიგნი "პანამის დოკუმენტების"  შესახებ. ფილმის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართება, რომელიც 28 აგვისტოს იწყება და 7 სექტემბერს მთავრდება. Netflix-ზე სურათი 18 ოქტომბერს გამოჩნდება. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top