უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა

ეს პერსონა

მონაკოში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. ყველაზე საინტერესო F ჯგუფია, რომელსაც „ბარსელონა“, „დორტმუნდი“, „ინტერი“ და „სლავია“ წარმოადგენენ.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონი „ლივერპული“ E ჯგუფში „ნაპოლის“, „ზალცბურგისა“ და „გენკის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

საბა კვირკველიას მოსკოვის „ლოკომოტივის“ მეტოქეები „იუვენტუსი“, „ატლეტიკო“ და „ლევერკუზენი“იქნება. დავით ხოჭოლავას „შახტარი“ კი „მანჩესტერ სიტის“, „დინამო ზაგრებისა“ და „ატალანტას“ წინააღმდეგ ითამაშებს.

კენჭისყრის სრული შედეგები ასეთია:

A ჯგუფი

პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი)

რეალი (ესპანეთი)

ბრიუგე (ბელგია)

გალათასარაი (თურქეთი)

B ჯგუფი

ბაიერნი (გერმანია)

ტოტენჰემი (ინგლისი)

ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)

ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)

C ჯგუფი

მანჩესტერ სიტი (ინგლისი)

შახტარი (უკრაინა)

დინამო (ზ, ხორვატია)

ატალანტა (იტალია)

D ჯგუფი

იუვენტუსი (იტალია)

ატლეტიკო (ესპანეთი)

ლევერკუზენი (გერმანია)

ლოკომოტივი (რუსეთი)

E ჯგუფი

ლივერპული (ინგლისი)

ნაპოლი (იტალია)

ზალცბურგი (ავსტრია)

გენკი (ბელგია)

F ჯგუფი

ბარსელონა (ესპანეთი)

დორტმუნდი (გერმანია)

ინტერი (იტალია)

სლავია (ჩეხეთი)

G ჯგუფი

ზენიტი (რუსეთი)

ბენფიკა (პორტუგალია)

ლიონი (საფრანგეთი)

ლაიპციგი (გერმანია)

H ჯგუფი

ჩელსი (ინგლისი)

აიაქსი (ჰოლანდია)

ვალენსია (ესპანეთი)

ლილი (საფრანგეთი).

ჯგუფური ეტაპის კალენდარი

I ტური – 17-18 სექტემბერი

I ტური – 1-2 ოქტომბერი

III ტური – 22-23 ოქტომბერი

IV ტური – 5-6 ნოემბერი

V ტური – 26-27 ნოემბერი

VI ტური – 10-11 დეკემბერი.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top