საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვის ფაქტები გამოავლინა

ეს პერსონა

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვის 3 ფაქტი გამოავლინა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, ამოღებულია ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“-ის ფირმის 2 230 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 13 000 ლარს აღემატება. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top