ბიძინა ივანიშვილმა მიტროპოლიტ თეოდორესთან ერთად აბასთუმანში მდებარე თამარის ციხე დაათვალიერა

ეს პერსონა

ბიძინა ივანიშვილმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან ერთად აბასთუმანში მდებარე თამარის ციხე დაათვალიერა. -  ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნების" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც კურცხანას ხეობაში მისი ხელშეწყობით იგეგმება. ასევე, ივანიშვილის განცხადებით, ხეობაში მიმდინარეობს შემოვლითი გზის მშენებლობა. 

თამარის ციხე მდინარე ოცხესა და კურცხანის ხეობის შესართავთან, მთაზეა აგებული და  IX‐XI საუკუნეების ძეგლს  მიეკუთვნება.

1
0
0
2
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top