ქუთაისის საკრებულომ ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის საკითხი დაამტკიცა

ეს პერსონა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომაზე „ბიგ სერვისისთვის“ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის საკითხი დაამტკიცა და ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის კონცეფციას მხარი დაუჭირა. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები  "ბიგ სერვისს"  საკუთრებაში 1 ლარად გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ელექტრომობილების წარმოებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკო მიმართულებით მომუშავე ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც აპრილის თვეში გაიმართა. ბახტაძის თქმით  ქარხნის წარმადობა იქნება 40 000 ავტომობილი, საიდანაც 50% იქნება შიდა ბაზრისთვის განკუთვნილი, ხოლო 20 000 იქნება ექსპორტზე გატანილი, ევროკავშირში.

ქუთაისში დამზადებული პირველი ელექტრომობილი საზოგადოების წინაშე 2020 წელს გამოჩნდება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top