"ხვალ, დილას საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია გექნებათ - შესაბამის განცხადებას მამუკა ბახტაძე გააკეთებს" -გია ვოლსკი სამთავრობო ცვლილებებზე

ეს პერსონა

"ხვალ, დილას საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია გექნებათ - შესაბამის განცხადებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გააკეთებს," - ასეთი განმარტება გააკეთა უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ მთავრობაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებზე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ. ჟურნალისტების კითხვაზე, ტოვებს თუ არა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მამუკა ბახტაძე , ვოლსკიმ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებას საინტერესო და სიღრმისეულ ინფორმაციას თავად ბახტაძე მიაწვდის.

“გარდა ამისა, არსებობს კოლეგიალობის სტანდარტი, რაც წინ გადახტომას არ ითვალისწინებს. დღეს ამ საკითხების განხილვა დავიწყეთ და სამშაბათს პოლიტსაბჭოს სხდომაზე განხილვას დავამთავრებთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ პარტიის ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top