მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა

ეს პერსონა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან, ფეისბუქზე დაწერა. ბახტაძე წერს, რომ ის რჩება "ქართული ოცნების" გუნდის წევრად. 

2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი წარდგენის მიზანი და მთავარი მანდატი იყო სწორედ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დანერგვა, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას, გახდებოდა ქვეყნის განვითარების სახელმძღვანელო.

განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე“, - წერს მამუკა ბახტაძე.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top