ბიჭი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეანომობილის გაუმართაობის გამო გართულდა, გარდაიცვალა

ეს პერსონა

16 წლის ლუკა ფოფხაძე, რომელიც რეანომობილის გაუმართაობის გამო კომაში იმყოფებოდა გარდაიცვალა. ახალგაზრდა  ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, 41 დღის განმავლობაში  უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ცნობისთვის, მოზარდი რაჭიდან კლინიკაში 19 ივლისს შეიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მოზარდი დაუდგენელი ვირუსით შეუძლოდ გახდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი, ამბროლაურის კლინიკაში რეანომობილით გადაყვანეს. გზაში რეანიმობილის აპარატურა დაზიანდა, რამაც მდგომარეობის გართულება გამოიწვია. 

წყარო: Newposts
0
0
0
5
3
კომენტარები
ეს პერსონა
Top