ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა დღეს გახდება ცნობილი - LIVE

ეს პერსონა

 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ კი უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომაზე პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურასა და სამთავრობო ცვლილებებზე იმსჯელებენ.

„პოლიტსაბჭო იკრიბება, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებები მიიღოს სამთავრობო ცვლილებების თაობაზე. იქვე იქნება უმრავლესობის შეხვედრაც და პოლიტსაბჭო უმრავლესობას გააცნობს საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ.

მამუკა ბახტაძემ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომ პრემიერის თანამდებობას ტოვებს.  როგორც ბახტაძემ განმარტა, მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მისია შეასრულა. კონსტიტუციის გათვალისწინებით, პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში, ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ დასახელებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top