ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და USAID Economic Security Program შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ეს პერსონა

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას (USAID Economic Security Program) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია თანამშრომლობის სტიმულირება ტექნოლოგიური სტარტაპების გაძლიერების, ქართული ბიზნესის პოპულარიზაციის გაზრდის მიმართულებით. შედეგად, უნდა შეიქმნას მაღალი ღირებულების სამუშაო ადგილები, ხელი შეეწყოს ინვესტიციების მოზიდვას ბიზნესში და მათ გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში ჩართვას. 
თანამშრომლობისთვის განსაზღვრულია პრიორიტეტული სექტორები, როგორიცაა ინტელექტუალური სერვისები, კრეატიული ინდუსტრიები, მსუბუქი მრეწველობა და ტურიზმი.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top