პრეზიდენტმა ტრამპმა საქართველოში ახალი ელჩის კანდიდატურა დაასახელა

ეს პერსონა

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი წარადგინა. კელი დეგნანი კარიერული დიპლომატია და ამჟამად ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს საზღვაო ძალების ხელმძღვანელის პოლიტიკური მრჩეველია. მანამდე ის იყო აშშ-ს ელჩის მოადგილე იტალიაში, კოსოვოში, თურქეთში და პოლიტიკური მრჩეველი აშშ-ს მისიაში ნატოში. მანამდე კელი დეგნანი მუშაობდა იტალიასა და კოსოვოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ. 25 წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში კელი დეგნანი პოლიტიკურ მრჩევლად საქმიანობდა ნატოში აშშ-ის წარმომადგენლობაში და თურქეთში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. ასევე, იყო ავღანეთში ამერიკული საბრძოლო ბრიგადის სამოქალაქო წარმომადგენელი. კელი დეგნანი მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ პოლიტიკურ საკითხებში.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top