პირველად ისტორიაში, საქართველოში აშშ-ს ელჩი ქალი იქნება - ვინ არის კელი სი დეგნანი

ეს პერსონა

გავრცელებული ინფორმაციით, პირველად ისტორიაში, საქართველოში აშშ-ს ელჩი ქალი იქნება. დონალდ ტრამპი კელი სი დეგნანის კანდიდატურას დღეს წარადგენს. დეგნანი ამჟამად აშშ-ს დიპლომატიური მისიით იტალიაში მსახურობს, რომელ თანამდებობასაც ის მალე გამოემშვიდობება და საქართველოში ელჩად დაინიშნება.

დეგნანს საკმაოდ მდიდარი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. იგი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, რომლის დასრულების შემდეგ დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა მიკრონეზიის ფედერალურ შტატებსა და პალაუში.

საქართველოში აშშ-ს ახალ ელჩს დიპლომატიურ დონეზე ნამუშევარი აქვს კოსოვოში, ბრიუსელში (ნატოში აშშ-ს წარმომადგენლობით სექციაში). 90-იან წლებში სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა ავღანეთში, თურქეთში ბოტსვანასა და პაკისტანში. დინანი ფლობს იტალიური, თურქულ, ურუდუს, ფრანგულ და ინგლისურ ენებს.

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top