"მამუკა ბახტაძე იყო გამორჩეული პრემიერი, მასთან მუშაობა კომფორტული იყო, მან იცოდა მოსმენა" - თეა წულუკიანი

ეს პერსონა

იუსტიციის მინისტრმა დღეს დილით ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის საქმიანობა შეაფასა. 

"მამუკა ბახტაძე იყო გამორჩეული პრემიერი. მასთან მუშაობა, ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მინისტრისთვის, კომფორტული იყო. მან იცოდა მოსმენა, კითხვაზე სწორი პასუხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ხელმძღვანელობ ისეთ უწყებას, როგორიც არის იუსტიციის სამინისტრო. მნიშვნელოვანია, პრემიერი პოულობდეს დროს, მოუსმინოს მის მინისტრს და დაეხმაროს მართვაში. მინდა, საჯაროდ მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს მუშაობის ასეთი ხარისხისთვის" - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top