"ის მოვლენები, რაც განვითარდა ჩორჩანასთან მიანიშნებს იმაზე, რომ ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები არ შენელებულა" - დავით ზალკალიანი

ეს პერსონა

სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში დავით ზალკალიანს უსმენენ. როგორც ზალკალიანმა სხდომაზე განაცხადა, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მისივე განცხადებით, რუსეთთან საქართველო "ყველა ძირითადი მოთამაშის" -  ევროკავშირის,  ეუთოს და  ამერიკის შეერთებული შტატების  თანდასწრებით საუბრობს. 

" ეს გახლავთ ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი დღეს არსებულ ფორმატებს შორის, სადაც რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ ვსაუბრობთ ყველა ძირითადი მოთამაშის, აქტორის თანდასწრებით. ეს გახლავთ ევროკავშირი, ეს გახლავთ ეუთო, ამერიკის შეერთებული შტატები. ამ პერიოდის განმავლობაში სერიოზულ გართულებებს ჰქონდა ადგილი. თუნდაც გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, თუნდაც ის მოვლენები, რაც განვითარდა ჩორჩანასთან მიანიშნებს იმაზე, რომ ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები არ შენელებულა და საჭიროა, ამაზე ჩვენს პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა არსებული ფორმატი, რომელიც დღეს არსებობს.", - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top