დავით ზალკალიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე: ისეთი განცდა მაქვს რომ ერთ დონეზე არის მონოპოლიზირებული ეს ფორმატი

ეს პერსონა

დავით ზალკალიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში არსებულ ძირეულ პრობლემებზე მიუთითებს. როგორც ზალკალიანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რუსეთი მუდმივად ცდილობს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი შეცვალოს, რათა ამ ხერხით თავი აარიდოს მასზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ზალკალიანი მიიჩნევს, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე საკითხზე "ძირეული საფუძვლიანი გარღვევა" არ მოხდება.

"ჟენევის მოლაპარაკება ძალიან რთული ფორმატია. ეს ფორმატი ომის დასრულებისთანავე ჩამოყალიბდა მოგეხსენებათ. მაშინ დაისვა რუსეთის მხრიდან საკითხი, რომ ამაში აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები ჩართულიყვნენ. მათი მხრიდან ძირითადი მცდელობა იყო მუდმივად ფორმატის ცვლილების -  ჟენევის ფორმატი შეიქმა 2008 წლის ცეცხლის შეწეყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციის გარშემო. მთავარი პოსტულატი, არგუმენტი  ეს არის.  იმისთვის რომ რუსეთს მოეხდინა საკუთარი თავის დისტანცირება მასზე ნაკისრი ვალდებულების შერულებისგან მან სწორედ ამ ხერხს მიმართა და შემოიტანა ახალი ელემენტები და მუდმივად, რომ საკითხის ძირითადი აქცენტებიდან ფოკუსის გადატანა მოხდეს სხვა მნიშვნელობის საკითხებზე, მუდმივად ხდებოდა ფოკუსირება ამ ფორმატის შეცვლის. 

დღევანდელი მოცემულობიდან პერსპექტივას იმისა რომ ამ საკითხებზე ძირეული საფუძვლიანი გარღვევა მოხდეს ვერ ვხედავ. სწორედ ეს არის მოტივაცია ჩემთვის, რომ ვთქვა: ის ძირითადი აქტორები ვინც არიან ჩართულები ამ პროცესსში, ევროკავშირი, ეუთო გაერო, აშშ, მოდი დავჯდეთ და ვისმეჯლოთ, არა იმ დონეზე სადაც იქ მიდის მსჯელობა, არამედ განსხვავებულ დონეზე, უფრო პოლიტიკურად მაღალ დონეზე. განსხვავებული შემოადგენლობით, თუნდაც, კომპოზიციით, რომელსაც პოლიტიკურად უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება, არსებული პროცესს  თავისი სახელი დაერქვას. რაღაცნაირი ისეთი განცდა მაქვს რომ ერთ დონეზე არის მონოპოლიზირებული ეს ფორმატი და არასწორი ინტერპრეტაციის მიმართულებით მიდის, ძირითადი საკითხების არ შესრულების გამო ერთი დელეგაციის სურვილზე. ამასაც რუსეთის პოლიტიკური ნება სჭირდება რომ დათანხმდეს.  მე ვფიქობ რომ ამაზე საუბარი დასაწყებია.", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.  

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top