საქართველოში აშშ-ის საელჩო ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანის წარდგენის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს

ეს პერსონა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანის წარდგენის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. როგორც სოციალურ ქსელ ფეისბუქში საელჩოს გვერდზეა აღნიშნული, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კალიფორნიელი კელი დეგნანი წარადგინა.

"მომდევნო ეტაპი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დანიშნულ დროს საჯარო განხილვა იქნება", – აღნიშნავს საელჩო.

ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ელჩი გასული წლის გაზაფხულიდან არ ჰყავს. ამ თანამდებობას იან კელი იკავებდა, რომელმაც მუშაობა აღნიშნულ პოსტზე შარშან გაზაფხულზე დაასრულა. ამჟამად საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top