"შემოდგომიდან დაიწყება არაფორმალური განათლების აღიარება" - მიხეილ ბატიაშვილი

ეს პერსონა

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მიხეილ ბატიაშვილს უსმენენ სადაც ის, კომიტეტის წევრებს  სამთავრობო პროგრამას აცნობს. როგორც ბატიაშვილმა  განაცხადა, სამინისტროს შემუშავებული აქვს რეგულაციები, იმისთვის, რომ სექტემბრის თვეში, მოხდეს არაფორმალური განათლების აღიარება. ბატიაშვილმა საქართველოში, უმაღლესი განათლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოში ყველა აკრედიტირებული პროგრამა და გაცემული დიპლომი, ევროკავშირში აღიარებულია. 

"ერთი სიახლე რაც გვინდა ვთქვათ, რაც აქამდე არ გვითქვმს, შემოდგომიდან დაიწყება, (ჩვენ ამისთვის მზად ვართ) არაფორმალური განათლების აღიარება. შემუშავებული გვაქვს მთლიანი რეგულაციები და სექტემბრის თვიდან დაიწყება, არაფორმალური განათლების აღიარება, რომელიც წლების განმავლობაში პრობლემად რჩებოდა.

ძალიან ამაყები ვართ, რომ მართლაც ისტორიულ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე იმიტომ, რომ საქართველოს უმაღლესი განათლება გახდა ერთიანი ევროპული სივრცის ნაწილი. საქართველო ყველა ძირითად ევროკავშირის გაერთიანებებში გახდა სრულუფლებიანი წევრი, რაც ნიშნავს რას, რომ საქართველოში ყველა აკრედიტირებული პროგრამა და საქართველოში გაცემული დიპლომი აღიარებულია ევროკავშირში. ეს ნიშნავს, რომ ქართული უმაღლესი განათლება ინტეგრირებულია ერთიან ევროპულ სივრცეში. აქვე ერთ-ერთი მთავარი თემა არის ახალი დაფინანსების მოდელი უმაღლეს სასწავლებლებში, რომელზეც მუაობა ფაქტობრივად დასრულებულია და ჩვენ შემოდგომის დასაწყისში კონსულტაციების შედეგად წარმოვადგენთ, იმ მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხს და მიმართული იქნება ჩვენი უმაღლესი სასწავლებლების ხარისხის ზრდაზე.", - განაცხადა  ბატიაშვილმა. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top