მიხეილ ბატიაშვილი: შემოდგომაზე პროფესიული განათლების მიმართულებით ძალიან ბევრი სიახლე გვექნება

ეს პერსონა

სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა მიხეილ ბატიაშვილმა სამთავრობო პროგრამა წარადგინა და პროფესიული განათლების შესახებ ვრცლად ისაუბრა.  როგორც ბატიაშვილმა განაცხადა, პროფესიული განათლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და ამ კუთხით, შემოდგომაზე ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე გახდება ცნობილი.

"შემოდგომიდან სკოლის რეფორმის მეორე ეტაპი დაიწყება. პროფესიული განათლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. შემოდგომაზე ამ მიმართულებით ძალიან ბევრი სიახლე გვექნება. ჩვენი მიზანი სამ ძირითად კომპონენტზე დგას: პირველი, ეს არის ხელმისაწვდომობა. 27 მუნიციპალიტეტში არის წარმოდგენილი ჩვენი პროფესიული სასწავლებლები.  ჩვენ წელს ვამატებთ რვას, თუმცა, ეს საკმარისი არ არის, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს კიდევ, რომ ყველა მუნიციპალიტეტი იყოს მოცული. მეორე, ეს არის ეკონომიკიასთან ბმა და მითუმეტეს, როცა რეგიონებზეა საუბარი, ჩვენი ახალი პროფესიული სასწავლებლები, რაც იხსნება, ყველა პირდაპირ ბმაშია, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს შემუშავებული ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ის პროფესიული მახასიათებლები და რაოდენობრივი მაჩვენებლები, რომელიც მისაღწევია კვალიფიციკური კადრებით. მესამე, ეს არის კერძო სექტორთან თანამშრომლობა. აქაც რამდენიმე ერთობლივი პროექტი ხორციელდება.",- განაცხადა ბატიაშვილმა. 

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top