ეკატერინე ტიკარაძე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე: მივიღეთ გადაწყვეტილება შევცვალოთ დაფინანსების მექანიზმი

ეს პერსონა

"მივიღეთ გადაწყვეტილება შევცვალოთ დაფინანსების მექანიზმი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდეს შესყიდვა ტარიფიკაციის პრინციპით, რაც  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების ყველა კლინიკისთვის გათანაბრებას ითვალისწინებს ." - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. ტიკარაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის ფარგლები 6 მილიონ 700 ათასზე მეტი მკურნალობა დაფიქსირდა, პაციენტების ჯიბიდან გადახდილი თანხა 20-22 %-ს აღემატება, კერძო სექტორის მოგება კი,  35%-ს აჭარბებს.

"2013 წლიდან 2 მილიონ 400 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიმართა საყოველთაო ჯანდაცვით სამედიცინო დაწესებულებებს. ნამკურნალებია 6 მილიონ 700 ათასზე მეტი შემთხვევა. მიხედავად ამისა, პაციენტების ჯიბიდან გადახდილი თანხა 20-22 პროცენტს აღემატება. ხოლო კერძო სექტორის მიერ სარგებლობა ამ შემთხვევაში 35 პროცენტზე მეტია. აღნიშნული მონაცემები ნათლად წარმოაჩენს სისტემური ცვლილებების საჭიროებას. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება შევცვალოთ დაფინანსების მექანიზმი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდეს შესყიდვა ტარიფიკაციის პრინციპით. რაც ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების გათანაბრებას ყველა კლინიკისთვის. ეს სისტემა გახდება ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სტანდარტი",- განაცხადა ტიკარაძემ. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top