საქართველოს უნგრეთის პრეზიდენტი ეწვია

ეს პერსონა

საქართველოს უნგრეთის პრეზიდენტი იანოშ ადერი ეწვია. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო უწყების წარმომადგენლები დახვდნენ.

შეხვედრების ოფიციალური ნაწილი 5 სექტემბერს დაიწყება. იანოშ ადერი პრეზიდენტის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს  შეხვდება. შეხვედრის შემდეგ მედიისთვის პრესკონფერენცია გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში იანოშ ადერი საოკუპაციო ხაზსაც მოინახულებს.

დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთანაც.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top