ბათუმში საერთაშორისო კონო-ფესტივალი ჩატარდება

ეს პერსონა

ბათუმის საერთაშორისო კონო-ფესტივალის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, ეროვნულ კინოცენტრში ღონისძიების სრული პროგრამა წარადგინეს. ფესტივალს სამი საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა აქვს. მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში წელს 25 ფილმია შერჩეული, რომელთაგან 6 ქართველი რეჟისორის ნამუშევარია. დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში სულ 8 ფილმია. მათგან მხოლოდ ერთია ქართული. სრულმეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში 8 ფილმია წარდგენილი და მათგან არც ერთია ქართული. „ბიაფის“ საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე, ალექსანდრე მინდაძე იქნება, დოკუმენტურის - ქშიშტოფ გიერატი, პოლონეთიდან. ხოლო მოკლე ფილმების საკონკურსო ჟიურის თავმჯდომარე ოთარ შამათავა იქნება. ქართული ფილმის კრიტიკოსთა ჟიურის, ლელა ოჩიაური, ნინო მხეიძე და სალომე კიკალეიშვილი წარმოადგენენ. ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო ფესტივალი 2006 წელს დაარსდა. წელს ის ბათუმში 15-22 სექტემბერს ჩატარდება.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top