ეროვნულ ბანკში საევაკუაციო კიბე აშენდება

ეს პერსონა

ეროვნულ ბანკში საევაკუაციო კიბე აშენდება, – ამის შესახებ ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. გვენეტაძის ინფორმაციით, იუსტიციის სახლის იმ ფლიგელში, რომელშიც ეროვნული ბანკი მდებარეობს, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და საავარიო გასასვლელი არ არსებობს. შესაბამისად, არ არის დაცული თანამშრომელთა და ბანკის სტუმრების უსაფრთხოება. ამასთან, შენობაში იგეგმება სასადილოს მოწყობაც. გვენეტაძემ ეროვნული ბანკისთვის ახალი შენობის მშენებლობის გეგმაზეც გააკეთა კომენტარი.

„ეროვნულ ბანკს სჭირდება მეტი რესურსი და ფართობი”, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

მისი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით ბანკს რამდენიმე ახალი ფუნქცია დაემატა. ახალი შენობა დაახლოებით 3.5-4 წელიწადში აშენდება. ამასთან, იგეგმება იუსტიციის სახლში მდებარე ფართის რეალიზაცია და თანხა სწორედ ახალი შენობის მშენებლობას მოხმარდება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top