"ახალი ელჩი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საქართველოში დანიშნული პირველი ელჩია და მივესალმებით" - დავით ზალკალიანი

ეს პერსონა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი ამერიკის ახალი ელჩის დანიშვნას ეხმაურება.

"ახალი ელჩი არის ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საქართველოში დანიშნული პირველი ელჩი. ჩვენ მივესალმებით მის დანიშვნას. გარკვეული პროცედურები უნდა გაიაროს და მას შემდეგ, რაც პროცედურები დასრულდება, ჩვენ მასთან აქტიურად ვითანამშრომლებთ" - ნათქვამია ვიდეო მიმართვაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალური Facebook გვერდზე ავრცელებს. 

იხილეთ ვიდეო:

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top