Facebook სათაო ოფისში FBI-მ დახურული შეხვედრა გამართა

ეს პერსონა

Facebook-ის სათაო ოფისში დახურული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ს საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტი, გამოძიების ფედერალური ბიურო, ეროვნული დაზვერვის სამსახური, Google, Twitter და Microsoft. გავრცელებული ინფორმაციით მხარეებს შორის განხილვის თემა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ტექნოლოგიური ინდუსტრიის მზადყოფნის საკითხი იყო. 

შეხვედრას სრული სამუშაო დღე დაეთმო. კომპანიებმა ისაუბრეს ტექნიკურ მზადყოფნაზე, რას გააკეთებენ ონლაინ დეზინფორმაციული კამპანიების აღმოსაფხვრელად, რამდენად მზად არიან 2016 წლის არჩევნების დროს რუსეთის ორკესტრირებულად წარმოებული შეტევების მსგავსი შემთხვევებისთვის.

წყაროს ინფორმაციით აღნიშნულ შეხვედრას Facebook-ის კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელი უძღვებოდა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top