ვახტანგ გომელაური: ჩვენი მიზანია ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა

ეს პერსონა

"ჩვენი მიზანია ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და, ამავდროულად, მოქალაქეების მხრიდან სამართალდამცავი სტრუქტურის მიმართ ნდობის შემდგომი ამაღლება", - ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა. გომელაურის თქმით,  შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს ე.წ. სისტემური განახლების პროცესი, რომლის მიზანი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ეფექტიანი სისტემის უზრუნველყოფაა.

"წარმოგიდგენთ შსს-ს სიახლეებს, რეფორმებს, რა გატარდა აქამდე და მომავალში რა იგეგმება.

როგორც ცნობილია,  შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს ე.წ. სისტემური განახლების პროცესი, რომლის მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ეფექტიანი სისტემის უზრუნველყოფა. სისტემური განახლება მოიცავს სტრუქტურულ რეფორმებს, ასევე შინაარსობრივ და საკანონმდებლო ცვლილებებს. ამასთან, თითოეული ცვლილება ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორიცაა საპოლიციო საქმიანობის ხარისხი, ადამიანის უფლებები და ეფექტიანობა.",-  განაცხადა გომელაურმა. 

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი გრძელდება. ოთხი კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე კომიტეტის წევრებმა უკვე მოუსმინეს, თეა წულუკიანს და ვახტანგ გომელაურს. ამ წუთებში ირაკლი ღარიბაშვილი კომიტეტის წევრებს, სამოქმედო გეგმას და სამთავრობო პროგრამას აცნობს. დღესვე მოუსმენენ ქეთევან ციხელაშვილსაც. 

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები საკომიტეტო მოსმენებს არც დღეს ესწრებიან.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top