"ის რაც ამ ბოლო წლებში განვითარდა, არის პირდაპირი კატასტროფა და ტრაგედია ჩვენი ერის" - ირაკლი ღარიბაშვილი

ეს პერსონა

ირაკლი ღარიბაშვილს 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს. ღარიბაშვილმა სავალდებულო სამხედრო სამსახურზე ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით, საკითხზე ბოლო წლებში განვითარებული პროცესები ერის პირდაპირი ტრაგედიაა. ღარიბაშვილის თქმით, ენმ-ს და "გირჩი"-ს სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ინიციატივის ფარგლებში, ხდება საზოგადოების დეგრადაციის მცდელობა. 

"მე მინდა გამოვყო ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - სავალდებულო სამხედრო სამსახური. ჩემთვის ეს  თუნდაც გარედან მაყურებლისთვის იყო ძალიან მტკინვეული პროცესი. ის რაც ამ ბოლო წლებში განვითარდა, მე ვიტყოდი  არის პირდაპირი კატარსტროფა და ტრაგედია ჩვენი ერის. მე ვგულისხმობ პოლიტიკური მოძრაობის და ჩვენი ოპონენტების, ნაც. მოძრაობის და მათთან აპელირებული წევრების, ე.წ გირჩის ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც თქვენ მოგეხსენებათ, რომ ხდება პირდაპირი დეგრადაცია მცდელობა, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მომავალი თაობის რაც არის ყოვლად დაუშვებელი. მე არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტ.ქორექტულობის გარეშე მინდა აღვნიშნო,რომ ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ჯარის ძლიერებას. მე არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ეს არის პირდაპირ ძირგამომთხრელი საქმიანობა ჩვენი სახელმწიფოსი. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი ამოცანა და საზრუნავი ჩემი მინისტრობის, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში ეს საკითხი იქნას დარეგულირებული. ჩვენ სამხედრო სავალდებულო სამსახური უნდა დავაორგანიზოთ იმ ფორმით, როგორიც არის აპრობირებული მთელს ცივილიზებულ სამყაროში. " - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ამ წუთებში, კომიტეტის წევრები ქეთევან ციხელაშვილს უსმენენ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top