"ჩვენი ჯარი, საამაყო თავდაცვის ძალები გახდება კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე არის დღეს" - ირაკლი ღარიბაშვილი

ეს პერსონა

ირაკლი ღარიბაშვილს ოთხი კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში მოუსმინეს. როგორც თავდაცვის სამინისტროს მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა,  უფრო მეტი გაკეთდება იმისთვის რომ თავდაცვის ძალები გახდეს კიდევ უფრო ძლიერი. ამასთან ღარიბაშვილის თქმით, თავდაცვის ძალების მთავარი მიზანი ნატო-სთან მაქსიმალური თავსებადობის მიღწევა იქნება.

"ჩვენ გავაგრძელებთ დაწყებულ რეფორმებს, კიდევ უფრო ბევრს გავაკეთებთ და მჯერა, რომ ყველა ერთად, თქვენი მხარდაჭერით, თქვენი გვერდში დგომით ჩვენი ჯარი, საამაყო თავდაცვის ძალები გახდება კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე არის დღეს.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მტკიცე, ურყევ პრიორიტეტად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია რჩება. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის მნიშვნელოვანი, ისტორიული შედეგი სახეზე გვაქვს. ევროპამ, შეიძლება ითქვას, რომ ფართოდ გაგვიხსნა საზღვრები და უმაღლეს შეფასებას აძლევს ჩვენს წარმატებას. მოგეხსენებათ, გვაქვს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებამდე ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ საკუთარი ძალებით და სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით, ეტაპობრივად მოვახდინოთ ქვეყნის თავდაცვის ძალების განვითარება და ნატო-სთან მაქსიმალური თავსებადობის მიღწევა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top