"ჩვენ უნდა გადავდგათ მეტი შემხვედრი ნაბიჯი დიალოგისკენ, საერთო ინტერესებისკენ" - ქეთევან ციხელაშვილი

ეს პერსონა

ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ამ წუთებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს ქეთევან ციხელაშვილს უსმენენ. ციხელაშვილმა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებაზე ისაუბრა. როგორც მინისტრობის განდიდატმა განაცხადა, საჭიროა, რომ გადაიდგას მეტი შემხვედრი ნაბიჯი დიალოგისკენ. 

"არაერთხელ მითქვამს, მათ შორის ამ ტრიბუნიდან და კიდევ უფრო დარწმუნებით გავიმეორებ, რომ არსებული სიტუაცია, არც ქართველების, არც აფხაზების და არც ოსების ინტერესში არ შედის. ეს ცალსახად მუშაობს თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგდ და ესეც უნდა გახდეს ალბათ იმის მოტივი, რომ ჩვენ გადავდგათ მეტი შემხვედრი  ნაბიჯი დიალოგისკენ, საერთო ინტერესებისკენ თანამშრომლობისკენ. იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი სწორი სვლა მომავალში. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვითარება ვერ მოემსახურება რუსეთის ინტერესებს გრძელვადიანად.", - განაცხადა ციხელაშვილმა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top