"იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს ბრძოლას და მუშაობას, რათა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შენარჩუნდეს ევროკავშირის ქვეყნებთან" - თეა წულუკიანი

ეს პერსონა

პარლამენტში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე თეა წულუკიანს მოუსმინეს. როგორც იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, იუსტიციის სამინისტრო ბრძოლას და მუშაობას გააგრძელებს, რათა უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან გაგრძელდეს. 

„იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს ბრძოლას და მუშაობას, რათა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შენარჩუნდეს ევროკავშირის ქვეყნებთან. ჩვენ საკმაოდ დიდი როლი გვაკისრია საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვრის მართვის სტრუქტურებთან და ჩვენს პოლიციასთან ერთად და ამ თანამშრომლობის რეჟიმში დავრჩებით. ევროპასთთან შეთანხმება ხელმოწერილია და ძალაშია 27 ივნისიდან. იცით, რომ საქართველოს იუსტიციის სისტემა ევროპული გაგებით არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს ნიშნავს, არამედ ნიშნავს პროკურატურის ორგანოებს, სასამართლოებს. 27 ივნისიდან მთელი ჩვენი იუსტიციის სისტემა არის ევროკავშირის სივრცის ნაწილი. ჩვენ გავაგრძელებთ საქმეებზე სახელმწიფოს ინტერესების ეფექტურად დაცვას სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში და როდესაც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ვიქნებით, იუსტიციის სამინისტრო იქნება ინიციატორი ევროპული კონფერენციისა აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top