ვლადიმერ პუტინმა "აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი" გახსნა

ეს პერსონა

რუსეთის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ვლადივასტოკში "აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი" გაიხსნა. ფორუმი, რომლის ლოზუნგია"შორეული აღმოსავლეთის განვითარების ჰორიზონტი", მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადმიერ პუტინმა გახსნა. ფორუმზე აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების პირველი პირები და ამ ქვეყნებში მოქმედი დიდი ეკონომიკური საწარმოები არიან მიწვეულნი. ღონისძიებას ესწრებიან ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდა მოდი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე და სხვა აზიელი ლიდერები. 

პუტინმა თავის გამოსვლაში შორეული აღმოსავლეთის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განვითარების გზაზე ქვეყნების თანამშრომლობას გაუსვა ხაზი. პუტინმა ისაუბრა რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე, დედამიწის ამ მხარეში არსებული ბუნებრივი რესურსების სწორი გამოყენების აუცილებლობაზე, რეგიონის კონკურენტულ უპირატესობებზე, ეკონომიკური განვითარების სტრატეგიებზე და სხვა სახის ეკონომიკურ საკითხებზე. რუსეთის პირველმა პირმა ფორუმის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ღონისძიება ქვეყნებს ეკონომიკურად უფრო დაახლოებს.   

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top