ნოქალაქევის ნაქალაქარში არქეოლოგიური გათხრების მორიგი ეტაპი ჩატარდა

ეს პერსონა

სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში, ისტორიულ ნაქალაქარში არქეოლოგიური გათხრების მორიგი ეტაპი ჩატარდა. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, 2019 წლის 1 ივლისიდან 27 ივლისამდე არქეოლოგიური სამუშაოები აწარმოა ნოქალაქევის ნაქალაქარის ქვედა ტერასის აღმოსავლეთ ნაწილში, ორ უბანზე. F და G თხრილებზე. ნოქალაქევში აპრობირებული MOLAS-ის, გათხრის ბრიტანული მეთოდოლოგიით. ექსპედიციაში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და ბრიტანელი სპეციალისტები. ასევე, სტუდენტები და მოხალისეები. 

გათხრების შედეგად დიდი რაოდენობით აღმოჩენილ იქნა სუფრის ჭურჭლის ნამტვრევები, რომლებიც ძირითადად ადრეშუასაუკუნეებს განეკუთვნება. ასევე აღსანიშნავია თხრილში აღმოჩენილი სხვა ნივთებიც: სპილენძის შენადნობის საკინძი, რკინის ცული და სამკაულის დეტალები.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top