ხვალ "ბორჯღალოსნები" შოტლანდიასთან რევანშის აღებას ეცდებიან

ეს პერსონა

ხვალ, შოტლანდიის ეროვნული სარაგბო ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს ამხანაგურად დაუპირისპირდება. ერთი კვირის წინ თბილისში გამართულ მატჩში "სკოტებმა" ქართველები ყველა სათამაშო კომპონენტში დაჯაბნეს და საბოლოოდ 44-10 იმარჯვეს. ეს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ბოლო მოსამზადებელი სპარინგი იქნება. ჯერ-ჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა მატჩში მონაწილეობას ეროვნულ გუნდში ახლახანს დაბრუნებული მამუკა გორგოძე. მატჩი "მერიფილდზე" თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top