ბორის ჯონსონს ძმაც განუდგა - ჯო ჯონსონმა ბრიტანეთის პარლამენტი დატოვა

ეს პერსონა

ბორის ჯონსონი ბოლო დღეებია ბრიტანული საზოგოადოების ქარცეცხლში მოექცა. ხისტი "ბრექსიტის" მოხმრე ბორის ჯონსონს პარლამენტმა ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვების საშუალება დაუბლოკა რამაც ევროპის უდიდეს კუნძულზე სახელისუფლებო კრიზისი გამოიწვია. პარლამენტი რამდენიმე ათეულ დეპუტატთან ერთად ბორის ჯონსონის ძმამ, ჯო ჯონსონმაც დატოვა. უმცროსი ჯონსონი, რომელიც ძმის მსგავსად "კონსერვატიული პარტიის" წევრია twitter-ზე წერს, რომ მას პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებული ხედვები აქვს და ურჩევნია, რომ პარლამენტი დატოვოს. 

"ბოლო კვირების მანძილზე ოჯახისადმი ერთგულებასა და ეროვნულ ინტერესებს შორის ვიყავი გახლეჩილი. ამ კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია, ამიტომ დროა ჩემი დეპუტატის და მინისტრის პოსტები სხვამ დაიკავოს" - დაწერა უმცროსმა ჯონსონმა, რომელიც თანამდებობას დიდი ბრიტანეთის მინისტრტა კაბინეტშიც იკავებდა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top