"რომ არა 20-21 ივნისის მოვლენები, ჩვენი ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი და ხელშესახები იქნებოდა" - ნათია თურნავა

ეს პერსონა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე, ეკონიმიკის მინისტრობის კანდიდატს, ნათია თურნავას უსმენენ. ნათია თურნავას განცხადებით, 20-21 ივნისის განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზიანა. 

"20-21 ივნისის განვითარებულმა მოვლებმა  რომლებიც ინსპირირებული იყო რევანშისტულად განწყობილი, უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალების მიერ, რადიკალურად შეცვალეს პირველ რიგში ტურიზმის აღმავალი ტენდენცია და უკვე ივლისის თვეში, ჩვენ სამწუხაროდ მოგვიწია კონსტატანტაცია იმ ფაქტის, რომ თითქმის 60 მლნ დოლარის შემოსავალი დაკარგა საქართველომ, დაკარგა მცირე ბიზნესმა , ჩვენმა ოჯახებმა, მცირე სასტუმროებმა და ეს ძალიან დიდი გამოწვევაა რომელსაც ჩვენ ახლა ვუმკლავდებით. მთლიაონობაში, უკვე 7თვის ტურიზმის მაჩვენებლები რადიკალურად შემცირდა და სულ 2%-ით გაიზარდა ,ნაცვლად იმ მოლოდინისა რაც ჩვენ გქვონდა - 20 %-ით უფრო მაღალი ზრდის. მთავრობამ აქტიური ძალისხმევით მოახერხა, რომ ნაწილობრივ მაინც შევარბილოთ ეს ნეგატიური ზემოქმედება, თუმცა სრულად ამის ნეიტრალიზაცია შეუძლებელია, იმიტომ რომ დაზარლდა არა მხოლდო ტურიზმი, არამედ მომიჯნავე სფეროებიც. ახლავე შეგვიძლია ვთქვათ,  რომ არა 20-21 ივნისის მოვლენები ჩვენი ეკონომიკური ზრდაც უფრო მაღალი და ხელშესახები იქნებოდა.", - განაცხადა ნათია თურნავამ. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top