პლასიდო დომინგოს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ 11 ქალი ადანაშაულებს

ეს პერსონა

ლეგენდარულ საოპერო მომღერალ პლასიდო დომინგოს სექსუალურ შევიწროებაში ბრალი ცოტა ხნის წინ ორმა ქალბატონმა დასდო. აღნიშნული ფაქტის შემდეგ სამართალდამცავებმა საკითხის მოკვლევა დაიწყეს. ამის შემდეგ გამოჩნდა კიდევ რამდენიმე ქალბატონი, რომელმაც დომინგოს მიერ ათწლეულების წინ მათ მიმართ სექსუალური ხასიათის შევიწროვებაზე ისაუბრა.

გამოცემა "Associated Press" წერს, რომ დომინგოს ბრალმდებელთა სია კიდევ 11 ადამიანით გაიზარდა. 11 ქალბატონი ამტკიცებს, რომ დომინგო მათ სექსუალურ შევიწროვებას ახდენდა. ჯერ-ჯერობით სისხლის სამართლის საქმე საოპერო მომღერლის მიმართ აღძრული არ არის, თუმცა თუ ბრალმდებელთა სია კიდევ გაიზარდა არ არის გამორიცხული ესპანელმა სამართალდამცავებმა დომინგოს საგამოძიებო უწყებაში უხმონ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top