ნათია თურნავა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს

ეს პერსონა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზეც ისაუბრა. როგორც მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, ქვეყანას ღრმაწყლოვანი პორტი დიდი ხანია სჭირდება და სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნული პროექტი განხორციელდეს. 

„არ შემიძლია არ შევეხო ჩვენს საპორტო ინფრასტრუქტურას. საკონტეინერო გადაზიდვების ასეთი მაღალი ზრდა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ არსებობს ყველა წინაპირობა, რომ კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა. ვსაუბრობ ჩვენს სტრატეგიულ პროექტზე - ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე. უკვე დიდი ხანია ქვეყანას ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა სჭირდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს და იყოს მხარდაჭერილი. დიდი მოთმინებით ველოდებით აქ ჩართულ ინვესტორებს“, - განაცხადა თურნავამ.

0
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top