ვინ არიან ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე, რომლებიც ზუგდიდის "ადუღებას" გეგმავდნენ?

ვინ არიან ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე, რომლებიც ზუგდიდში არეულობის მოწყობის ორგანიზატორებად სახელდებიან?

 ეS პერსონას მოპოვებული ინფორმაციით, ნინია ცისკარიშვილი არის ზვიად კუპრავას მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის "სამართალდამავთა რეფორმების ცენტრის" წევრი 2016 წლიდან. ის ზუგდიდში ორგანიზებას უწევდა სანდრა რულოვსის მხარდამჭერ აქციებს და აქტიურად არის ჩართული სანდრა რულოვსის წინასაარჩევნ კამპანიაში.

სალომე ჭელიძე არის ორგანიზაცია "ერთად სახლში საქართველოსთვის" დამფუძნებელი და ის გიორგი სიგუასთან ერთად ორგანიზებას უკეთბდა მიხეილ სააკაშვილის შეხვედრებს ემიგრანტებთან. ასევე, სალომე ჭელიძე იყო ორგანიზატორი სანდრა რულოვსის წინასაარჩევნო კამპანიისას განმუხურში გამართული შეხვედრებისა. მისივე ორგანიზებით 18 მაისს თბილისიდან 70 აქტივისტი დაიძრა ზუგდიდში. ჟურნალისტებთან საუბარში გუშინ სალომე ჭელიძე აცხადებდა, რომ ის დამოუკიდებელ დამკვირვებლად ჩავიდა ზუგდიდში. 

დღეს ენმ გაემიჯნა ნინია ციკსარიშვილისა და სალომე ჭელიძის განცხადებებს, რომელთა აუდიოჩანაწერებიც მმართველმა პარტიამ გაასაჯაროა. ენმ ითხოვს ჩანაწერების ავთენტურობის დადგენას. ამ ჩანაწერებით ირკვევა, როგორ აორგანიზებდნენ აქტივისტები არეულობას ზუგდიდში. 

სამაგიეროდ, სააკაშვილი აცხადებს, რომ უკან დახევას არ აპირებს და იბრძოლებს ბოლომდე. მან დღესვე მოუწოდა მომხრეებს, უარი არ თქვან ზუგდიდის "ადუღებაზე". 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top