ავსტრალიელ ჟურნალისტს ერთ ბოთლ ლუდში £55,000 გადაახდევინეს

ეს პერსონა

ავსტრალიელ კრიკეტის ჟურნალისტს ერთი ბოთლი ლუდი £5.50-ის ნაცვლად £ 55 000 დაუჯდა. პიტერ ლალორის თქმით მან ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ლუდი დალია ისე, რომ მისი ფასი არც კი იცოდა. შემთხვევა ერთ-ეთ სასტუმროში მოხდა.

"როდესაც ლუდის ანგარიში მომიტანეს თან არ მქონდა ჩემი სათვალე. როდესაც მიმტანს აპარატზე პრობლემა შეექმნა არ მიფიქრია, რომ ეს ჩემს ბიუჯეტს უკავშირდებოდა. უბრალოდ ვუთხარი, რომ არ მჭირდებოდა ქვითარი და ისიც წავიდა. წასვლისას უბრალოდ ვიკითხე თუ რამდენი გადავიხადე ლუდში. როდესაც მიმტანმა შეამოწმა ქვითარი შეცხადების ნიშნად პირზე ხელი აიფარა და ძლივს დაიწყო სიტყვების წარმოთქმა, რომ უბრალო შეცდომა მოხდა და რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა" - წერს Twitter-ზე კრიკეტის ჟურნალისტი.

მისივე თქმით, სანამ სახლიდან არ დაურეკეს დიდი ოდენობით თანხის გაუჩინარებასთან დაკავშირებით მანამდე არ იცოდა თუ რა რაოდენობაზე იყო საუბარი. ჟურნალისტი 9 სამუშაო დღის განმავლობაში ელოდა პრობლემის აღმოფხვრას თუმცა სასტუმროდან არავინ უკავშირდებოდა. ხოლო Twitter-ზე დასპოტვიდან საათ-ნახევარში მან საგრძნოლად სასიამოვნო შედეგი მიიღო.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top