ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკაში მასშტაბური აქცია გაიმართა

ეს პერსონა

სამხრეთ აფრიკაში ათასობით ადამიანი მთავრობის უმოქმედობის გამო ქუჩაში გამოვიდა და ქალთა მიმართ გაზრდილ ძალადობას აპროტესტებს. შავ და მეწამულის ფერის ტანისამოსში გამოწყობილმა პროტესტანტებმა პარლამენტთან მსვლელობა მოაწყვეს. ტანისამოსის ფერი აგვისტოს თვეში დაღუპული ქალების ხსოვნის პატივისცემას გამოხატავდა. როგორც პროტესტანტები ამბობენ აგვისტოს თვეში ძალადობის გამო განსაკუთრებით ბევრი ქალი გარდაიცვალა. 

პროტესტანტები მოითხოვენ ქვეყანაში საგანგებო ვითარების განოცხადებასა და სახელმწიფოს მოქმედებას ქალთა და ბავშვა ძალადობის წინააღმდეგ.

აქვე, ოფიციალური მონაცემებით სამხრეთ აფრიკაში ყოველდიურად მინიმუმ 137 გაუპატიურების ფაქტი ფიქსირდება და ძირითადი მსხვერპლი არის ქალი. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top