თბილისში მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის აკადემია გაიხსნა, რომლის მიზანი ქვეყანაში ჭადრაკის მეტად პოპულარიზაციაა.
აკადემიის გახსნასთან ერთად საჭადრაკო ფესტივალი „მაიას თასი“ დაიწყო, რომელიც 8 სექტემბერს დასრუდლდება. 4 დღის განმავლობაში შეჯიბრებები 4 სხვადასხვა კეტეგორიაში - მამაკაცთა, ქალთა, ბაშვებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის გაიმართება. ფესტივალში საქართველოს, ბრაზილიის, ინდოეთის, სომხეთისა და ყაზახეთის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
ფესტივალის საპრიზო ფონდი 19 000 ლარია.